ვარ მისაქციელის საჯარ სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მომწონს ჩემი სამუშაო. როცა სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ვერ წარმომედგინა, სკოლაში თუ ვიმუშავებდი. ახლა ძალიან მომწონს ჩემი საქმე, სიამოვნებით შევდივარ თითოეულ გაკვეთილზე. როცა მოსწავლეთაგან დაინტერესებას ვხედავ, მიხარია. მინდა, უფრო მრავალფეროვანი გავხადო ჩემი გაკვეთილები. ამაში ინტელის მესამე დონის ტრენინგი ძალიან დამეხმარება. ვცდილობ, სიახლეებს გავეცნო და შეძლებისდაგვარად გამოვიყენო ბავშვებთან მუშაობისას.
მოსწავლეებთან ურთიერთობისას მივხვდი, რომ თუ ხარ მათი მეგობარი, შეგიძლია, მოუსმინო, რჩევა მისცე, მათთვის მისაღები, საყვარელი მასწავლებელი ხარ. ეს ჩემი აზრით, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სკოლაში მუშაობისას.
No comments:
Post a Comment