Tuesday, July 14, 2015

მერვე დღის რეფლექსია

    დღესაც საინტერესო ტრენინგი გვქონდა, თითქმის დავასრულეთ გეგმაზე მუშაობა. განვიხილეთ დაწვრილებით, როგორი უნდა იყოს სრულყოფილი გეგმა. ვიმუშავეთ ფასილიტაციის კითხვარზე, ჩემი ვორდში აკრეფილი დავალება განვიხილეთ. შემდეგ ტრენერმა გვასწავლა, დრაივში როგორ გავაკეთოთ კითხვარი, ძალიან მომეწონა, გამიხარდა, ტესტების შედგენისას გამოვიყენებ სიამოვნებით. შემდეგ ინტერნეტს შეექმნა პრობლემა, ვეღარ დავასრულე მუშაობა, ბლოგზე ვერ გამოვაქვეყნე. ამ სამუშოს დილით დავასრულებ, რეფლექსიას სახლიდან ვწერ. კმაყოფილი ვარ, ბევრი რამე ვისწავლე, ნამდვილად არ მეგონა, თუ ასეთი საინტერესო იქნებოდა ეს ტრენინგი.

No comments:

Post a Comment