Wednesday, July 15, 2015
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს დავასრულეთ მუშაობა ინტელის მესამე დონის ტრენინგზე. უზომოდ კმაყოფილები ვართ ყველა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტმა ძალიან გაგვაწვალა, ბევრი რამის სწავლა მოვასწარით, საკმაოდ კარგად ვმუშაობდით, საინტერესოდ, დიდი მადლობა ტრენერს, მაია ჯოხაძეს, საინტერესოდ და გასაგებად გვიხსნიდა ყველაფერს. აღვფრთოვანდით ყველაფრით. ბევრი რამე ვისწავლეთ. სიამოვნებით გამოვიყენებ ყველაფერს გაკვეთილებზე.
Tuesday, July 14, 2015
მერვე დღის რეფლექსია
დღესაც საინტერესო ტრენინგი გვქონდა, თითქმის დავასრულეთ გეგმაზე მუშაობა. განვიხილეთ დაწვრილებით, როგორი უნდა იყოს სრულყოფილი გეგმა. ვიმუშავეთ ფასილიტაციის კითხვარზე, ჩემი ვორდში აკრეფილი დავალება განვიხილეთ. შემდეგ ტრენერმა გვასწავლა, დრაივში როგორ გავაკეთოთ კითხვარი, ძალიან მომეწონა, გამიხარდა, ტესტების შედგენისას გამოვიყენებ სიამოვნებით. შემდეგ ინტერნეტს შეექმნა პრობლემა, ვეღარ დავასრულე მუშაობა, ბლოგზე ვერ გამოვაქვეყნე. ამ სამუშოს დილით დავასრულებ, რეფლექსიას სახლიდან ვწერ. კმაყოფილი ვარ, ბევრი რამე ვისწავლე, ნამდვილად არ მეგონა, თუ ასეთი საინტერესო იქნებოდა ეს ტრენინგი.
Monday, July 13, 2015
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ ერთმანეთის შეფასების რუბრიკები, ვისწავლეთ დრაივზე ატვირთული მასალის გაზიარება, ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე, რომელიც ძალიან საინტერესო და სახალისო იყო, მივიღეთ დავალებები, ვფიქრობ, არ უნდა გამიჭირდეს, რადგან ყველაფერი დაწვრილებით აგვიხსნა ტრენერმა.
Saturday, July 11, 2015
Thursday, July 9, 2015
მეექვსე დღის რეფლექსია
სამუშაო უფრო საინტერესო ხდება. დღეს გავეცანით ერთმანეთის შექმნილ მოსწავლის პრეზენტაციებს, გავითვალისწინეთ შენიშვნები და დავასრულეთ მუშაობა. შემდეგ ვისწავლეთ ჩვენი პორტფოლიოების დრაივში ატვირთვა, როგორ ვიმუშაოთ დრაივში, როგორ გამოვაქვეყნოთ ჩვენი ნამუშევრები. ტრენერმა ასევე გვასწავლა სლაიდების გაფორმება, ძალიან სასიამოვნო და სახალისო იყო ყველაფერი. მივიღეთ საკმაოდ ბევრი დავალება, იმედი მაქვს, ყველაფრის გაკეთებას შვძლებ, თანაც - სიამოვნებით.
Wednesday, July 8, 2015
მეხუთე დღის რეფლექსია
გუშინდელ ტრენინგს ვერ დავესწარი ოჯახური პირობების გამო. დღეს დილიდან შევავსე პროექტის გეგმის შაბლონი, ის რაც გუშინ გააკეთეს ჩემმა თანამშრომლებმა. ადვილად გავარკვიე ყველაფერი. გავიხსენეთ ფოვერ ფოინთში მუშაობა, გავაკეთე ჩემი მროექტის გეგმის პრეზენტაცია, შევინახე, გადავგზავნე ჩემს და ტრენერის მეილებზე, სახლში გადავხედავ, ვიმუშავებ, ანალოგიურად გავაკეთებ მოსწავლის პრეზენტაციას, მუშაობა უფრო და უფრო საინტერესო და სახალისო ხდება.
Sunday, July 5, 2015
მესამე დღის რეფლექსია
დღეს მესამე დღეა ჩვენი ტრენინგის, როგორც ველოდი, ყოველი მომდევნო დღე უფრო საინტერესო, თან სახალისოა. დღეს უკვე ბუკლეტებზე ვმუშაობთ, ვისწავლეთ პორტფოლიოს გახსნა, ფაილების დამატება, გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის პროექტის სათაურისა და კითხვების შესახებ, მივუთითეთ, მოვუწონეთ. მომეწონა აზრის ამ რეჟიმით გაზიარება. მომავალი მეცადინეობისთვის უკვე ბუკლეტი უნდა მოვიტანოთ გამზადებული, იმედია, კარგად გავართმევ თავს, ტრენერი კარგად გვიხსნის და ბევრ ინფორმაციას გვაწვდის, გვიიოლებს სამუშაოს.
ტრადიციები და თანამედროვეობა
მიმართულების მიმცემი კითხვები
ზოგადი კითხვა - როგორ გვეხმარება ლიტერატურა ადამიანთა
სულიერი ფასეულობების უკეთ შეცნობაში...
თემატური კითხვები: ტრადიციები და პიროვნება;
ტრადიციები ვაჟასდროინდელ საქართველოში და დღეს;
რატომ უნდა
ვცეთ პატივი წინაპართა ადათ-წესებს.
შინაარსობრივი კითხვები - რატომ მიიწვია
ხევსური ქისტმა ჯოყოლამ სახლში;
რატომ დაიცვა მასპინძელმა ძმის მკვლელი;
რატომ გარიყა (ცოცხალიც და მკვდარიც) თემმა თავისი ერთ-ერთი
ღირსეული წევრი;
რა დატვირთვა
აქვს ნაწარმოების ფინალს;
დღევანდელი გადასახედიდან როგორ შევაფასებდით ჯოყოლას,
თემს...
Saturday, July 4, 2015
მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეორე დღე გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა. განვიხილეთ ის პროექტები, რომლებზედაც ვაპირებთ მუშაობას, დაწვრილებით ვისაუბრეთ, ვიკამათეთ, კარგი მიმართულება მოგვცა ტრენერმა, მიგვითითა, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როგორ ვიმუშაოთ.
გავეცანით ბუკლეტების ნიმუშებსაც, ვისწავლეთ, რა არის მთავარი, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ საინტერესო იყოს იგი მნახველისთვის და გამოვიყენოთ პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის. იმედია. მომდევნო ტრენინგები უფრო საინტერესო და სახალისო იქნება.
გავეცანით ბუკლეტების ნიმუშებსაც, ვისწავლეთ, რა არის მთავარი, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ საინტერესო იყოს იგი მნახველისთვის და გამოვიყენოთ პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის. იმედია. მომდევნო ტრენინგები უფრო საინტერესო და სახალისო იქნება.
Thursday, July 2, 2015
პირველი დღის რეფლექსია
დღეს დავიწყე ჩემს თანამრომლებთან ერთად ტრენინგის მესამე დონის მოსმენა. ვფიქრობდი, საინტერესო იქნებოდა, რადგან კმაყოფილი დავრჩი მეორე დონის ტრენინგებით. მინდოდა, უფრო მეტი და უფრო კარგად მესწავლა. დღევანდელმა მუშაობამ იმედი არ გამიცრუა. რასაც ველოდი, ზუსტად ის მივიღე მისგან. მომწონს ტრენერი, მისი საუბარი, ჩვენთან ურთიერთობა. ვფიქრობ. კურსის დამთავრების შემდეგ ბევრი რამ მეცოდინება, შევძლებ მათ გამოყენებას გაკვეთილებზე სიამოვნებით.
Subscribe to:
Posts (Atom)