Wednesday, July 15, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

    დღეს დავასრულეთ მუშაობა ინტელის მესამე დონის ტრენინგზე. უზომოდ კმაყოფილები ვართ ყველა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტმა ძალიან გაგვაწვალა, ბევრი რამის სწავლა მოვასწარით, საკმაოდ კარგად ვმუშაობდით, საინტერესოდ, დიდი მადლობა ტრენერს, მაია ჯოხაძეს, საინტერესოდ და გასაგებად გვიხსნიდა ყველაფერს. აღვფრთოვანდით ყველაფრით. ბევრი რამე ვისწავლეთ. სიამოვნებით გამოვიყენებ ყველაფერს გაკვეთილებზე.

Tuesday, July 14, 2015

მერვე დღის რეფლექსია

    დღესაც საინტერესო ტრენინგი გვქონდა, თითქმის დავასრულეთ გეგმაზე მუშაობა. განვიხილეთ დაწვრილებით, როგორი უნდა იყოს სრულყოფილი გეგმა. ვიმუშავეთ ფასილიტაციის კითხვარზე, ჩემი ვორდში აკრეფილი დავალება განვიხილეთ. შემდეგ ტრენერმა გვასწავლა, დრაივში როგორ გავაკეთოთ კითხვარი, ძალიან მომეწონა, გამიხარდა, ტესტების შედგენისას გამოვიყენებ სიამოვნებით. შემდეგ ინტერნეტს შეექმნა პრობლემა, ვეღარ დავასრულე მუშაობა, ბლოგზე ვერ გამოვაქვეყნე. ამ სამუშოს დილით დავასრულებ, რეფლექსიას სახლიდან ვწერ. კმაყოფილი ვარ, ბევრი რამე ვისწავლე, ნამდვილად არ მეგონა, თუ ასეთი საინტერესო იქნებოდა ეს ტრენინგი.

Monday, July 13, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

    დღეს განვიხილეთ ერთმანეთის შეფასების რუბრიკები, ვისწავლეთ დრაივზე ატვირთული მასალის გაზიარება, ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე, რომელიც ძალიან საინტერესო და სახალისო იყო, მივიღეთ დავალებები, ვფიქრობ, არ უნდა გამიჭირდეს, რადგან ყველაფერი დაწვრილებით აგვიხსნა ტრენერმა.

Thursday, July 9, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

   სამუშაო უფრო საინტერესო ხდება. დღეს გავეცანით ერთმანეთის შექმნილ მოსწავლის პრეზენტაციებს, გავითვალისწინეთ შენიშვნები და დავასრულეთ მუშაობა. შემდეგ ვისწავლეთ ჩვენი პორტფოლიოების დრაივში ატვირთვა, როგორ ვიმუშაოთ დრაივში, როგორ გამოვაქვეყნოთ ჩვენი ნამუშევრები. ტრენერმა ასევე გვასწავლა სლაიდების გაფორმება, ძალიან სასიამოვნო და სახალისო იყო ყველაფერი. მივიღეთ საკმაოდ ბევრი დავალება, იმედი მაქვს, ყველაფრის გაკეთებას შვძლებ, თანაც - სიამოვნებით.

მოსწავლის პრეზენტაცია

პროექტის პრეზენტაცია